
პუტინის ომში 100-ზე მეტი რუსი უფროსი ოფიცერი მოკლეს – კვლევა
25/04/2022 14:46:15 მსოფლიო
უკრაინასთან ომის ორი თვის განმავლობაში რუსულმა არმიამ სულ მცირე 317 ოფიცერი დაკარგა. დაღუპულთა მესამედი უფროსი ოფიცერია, წოდებით მარიორიდან გენერალ-მაიორამდე,– ამის შესახებ გამოცემა „მედიაზონა“ წერს, რომელმაც დაღუპული სამხედროების შესახებ ცნობები გააანალიზა.
რუსეთი უკრაინასთან ომში დანაკარგებზე არ საუბრობს. ბოლოს ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ერთი თვის წინ გაკეთდა. მაშინ თავდაცვის სამინისტრომ 1 351 სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის შესახებ განაცხადა, ხოლო უკრაინული მხარე ამტკიცებს, რომ რუსეთმა დაკარგა 20 000-ზე მეტი ადამიანი.
„მედიაზონამ“ შეძლო, შეესწავლა ომში დაღუპული1 700-ზე მეტი რუსი სამხედროს შესახებ ინფორმაცია, რომელიც ღია წყაროებში გამოჩნდა. კვლევის მიხედვით, არმიამ ომის პირველივე დღეებიდან დიდი ზარალი განიცადა. დაღუპულთა უმეტესობა ღარიბი რეგიონებიდან მივლენილი სამხედროები არიან. ყველაზე მეტი დანაკარგი იყო ორ რესპუბლიკაში: დაღესტანსა და ბურიატიაში.
გარდაცვლილთა უმეტესობა, რომელთა ასაკიც ცნობილია, 21-23 წლისაა. მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა საზღვაო ძალების საჰაერო სადესანტო ძალებმა და სპეცრაზმმა, რომლებიც ყველაზე გაწვრთნილი სამხედროები არიან რუსეთის არმიაში. მათ შორის დაახლოებით მესამედით დაუპვის შესახებაა ცნობილი.
რუსული წყაროები ადასტურებენ 44 ოფიცრის მკვლელობას წოდებით მაიორიდან ვიცე–პოლკოვნიკამდე. გარდა ამისა, აღიარეს ორი გენერალ-მაიორის დაღუპვა. ხოლო უკრაინული მხარე ამტკიცებს, რომ მათ შეძლეს 10 გენერლის მკვლელობა.
იხილეთ ასევე: „რუსეთმა უკრაინაში საუკეთესო მედესანტეების 90% დაკარგა“– Bellingcat