
„რუსეთმა უკრაინაში საუკეთესო მედესანტეების 90% დაკარგა“– Bellingcat
25/04/2022 09:51:34 ევროპა
რუსეთის არმიამ უკრაინაში საუკეთესო მედესანტეების 90% დაკარგა, – ამის შესახებ Bellingcat–ის ხელმძღვანელმა ხრისტო გროზევმა განაცხადა.
„რუსეთის დანაკარგების შესახებ ინფორმაცია არ არის მხოლოდ უკრაინული პროპაგანდის ნაწილი. ჩვენ რეალურად გადავამოწმეთ ცნობები. ომის პირველ ფაზაში რუსეთმა საუკეთესო მედესანტეების 90% დაკარგა. ეს არმიის არსებითად მნიშვნელოვანი, ყველაზე ხარისხიანი ნაწილია.
ასევე მნიშვნელოვანი დანაკარგი იყო მეორე ეშელონში, რომელთაც რუსეთში ხარისხიანად აღიქვამდნენ. ესენი არიან დაქირავებული მებრძოლები, რომლებიც არა თუ წვრთნიდნენ ბოლო 10 წლის განმავლობაში დანარჩენ რუს სამხედროებს, არამედ მონაწილეობდნენ ომებში სირიაში, აფრიკულ ქვეყნებში და უკრაინაშიც. მათ შორის დანაკარგი დაახლოებით 4 000–ია. ეს ძალიან დიდი მაჩვენებელია.
ხოლო მესამე ეშელონმა სიმხეცეს მიმართა მოქალაქეების წინააღმდეგ, რადგან თავად გრძნობს თავს უძლურად“,– ამბობს გროზევი.
მისი ინფორმაციით, ამჟამად რუსეთს იმ რაკეტების 30% რჩება, რომლითაც ომი დაიწყო. ამზადებს ახლებსაც, მაგრამ მისი დაკვირვებით, ყველაზე ოპტიმისტური ვადა რუსეთისთვის ერთი თვეა:
„ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რესურსი, ვისაც ამ რაკეტების მართვა შეუძლია, შეზღუდულია. როგორც ჩვენი დაზვერვა მიუთითებს, ეს 30–40 ადამიანია. დარწმუნებული ვარ, უკრაინა მხოლოდ რაკეტების განადგურებაზე არ მუშაობს, მუშაობს იმ ადამიანებზეც, რომელთაც ამ რაკეტების პროგრამირება შეუძლიათ“.
გროზევი დარწმუნებულია, რომ უკრაინაში ამჟამად არსებულ ვითარებას არა ორი დღის, არამედ ერთი თვის პერსპექტივიდან უნდა შევხედოთ:
"ის, რაც ერთი კვირის წინ შეუძლებელი ჩანდა, 2–3 კვირაში შესაძლებელი გახდება. მაღალი სიზუსტის საარტილერიო სისტემებს, რომელიც მიღების პროცესშია მნიშვნელოვანი როლის თამაში შეუძლიათ. 19 ქვეყანაა მზადაა, მაღალი სიზუსტის იარაღი მისცეს უკრაინას და აძლევენ კიდეც. ვფიქრობ, რომ ყველაზე მთავარი 2–3 კვირაში მოხდება და არა უახლოეს დღეებში.
მოსკოვში პანიკაა, რადგან თუ საკუთარ ხალხს 9 მაისს ვერაფერს „ლამაზს“, მათ შორს სახმელეთო დერეფანს ყირიმისკენ, რომელიც ოდესასაც მოიაზრებს, ვერ „აჩუქებს“, ხალხი კითხვების დასმას დაიწყებს. უკვე ისმის კიდეც ეს კითხვები. ჩვენ ვსწავლობთ, რუსეთში ყველაზე აქტუალურ კითხვებს და საინტერესო დინამიკა შეინიშნება. ყველაზე აქტუალური კითხვებია, „რეალურად რა შეემთხვა კრეისერ „მასკვას“?“, „სად გაქრა სერგეი შოიგუ?“. ეს ბოლო სამი–4 დღის საინტერესო ტენდენციაა, რომ პროპაგანდის არ სჯერათ. დარწმუნებული ვარ, ამას თვალს კრემლშიც ადევნებენ და მაქსიმალურად შეეცდებიან, რაღაც „წარმატებას“ მიაღწიონ, რომელიც საკმარისი იქნება 9 მაისს „გასაყიდად“. თუ ეს არ გამოუვათ (და მე ვფიქრობ, რომ არ გამოუვათ, რადგან ხერსონი და ნიკალაევი ის არაა, რაც თავიანთ ხალხს შეჰპირდნენ), ბოლო წუთებში დაიწყებენ მზადებას კიდევ უფრო მეტად ტერორისტული ზომებისთვის, მაგალითად, ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის. მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ გენერალიტეტის დიდი ნაწილი საკუთარი თავის გადარჩენაზეც ფიქრობს და შეასრულებენ თუ არა მსგავს ბრძანებას, ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ“,– დასძენს გროზევი.
მკვლევარი აღნიშნავს იმასაც, რომ ამჟამად რუსეთს ძალის მობილიზების პრობლემა უდგას, მაღალია დეზერტირობის შემთხვევების მაჩვენებელიც, ხოლო უკრაინის ამოცანაა, მოახდინოს იარაღის მობილიზება, რომელიც ნელი ტემპით შედის ქვეყანაში ძალის ფსიქოლოგიურ–ფიზიკური აღდგენა.