Accentnews.ge
​ბუჩას დანაშაულებში ბრალდებული რუსი მეთაური "გმირობისთვის" დააწინაურეს

​ბუჩას დანაშაულებში ბრალდებული რუსი მეთაური "გმირობისთვის" დააწინაურეს

23/04/2022 13:02:31 ევროპა, მსოფლიო

ბუჩაში ჩადენილ სისასტიკეში ბრალდებული რუსი მეთაური დააწინაურეს. ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

რუსეთის შეიარაღებული ძალების 64-ე ცალკეული მოტორიზებული ქვეითი ბრიგადის მეთაურს აზატბეკ ომურბეკოვს პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა.

ბუჩას სისასტიკეში მეთაურს, რომელმაც ბუჩაში სისხლიანი ხოცვა-ჟლეტა მოაწყო, პუტინმა "გმირობისთვის" პოლკოვნიკის წოდება მიანიჭა

"სამი კვირის განმავლობაში პოლკოვნიკ ომურბეკოვის მეთაურობით, ბრიგადის ნაწილებმა ფრონტის ხაზზე მოიგერიეს 50-ზე მეტი მტრის შეტევა ტანკების, საბრძოლო მანქანებისა და მძიმე არტილერიის გამოყენებით", - ამბობენ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში.

40 წლის ომურბეკოვი 2014 წელს რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ღირსების მედლით დააჯილდოვა.

უკრაინული მედიის ცნობით, რუს მეთაურს ბრალი ედება უკრაინაში ასობით მშვიდობიანი მოქალაქის გაუპატიურების, ძარცვისა და მკვლელობის ორგანიზებაში.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ პუტინმა 64-ე მოტომსროლელ ბრიგადას საპატიო წოდება მიანიჭა.

აპრილის დასაწყისში გამოქვეყნდა კიევის რეგიონის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტის ამსახველი ფოტო და ვიდეო მტკიცებულება, რომელიც რუსი სამხედროების მიერ თითქმის ერთი თვის განმავლობაში იყო ოკუპირებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S