
მედია – პუტინმა ბუჩას დანაშაულებში ბრალდებულ ბრიგადას საპატიო წოდება მიანიჭა
18/04/2022 17:05:54 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბრიგადას, რომელსაც უკრაინა ქალაქ ბუჩაში ჩადენილ სისასტიკეში ადანაშაულებს, საპატიო წოდება მიანიჭა, – იუწყება BBC.
გამოცემის ინფორმაციით, პუტინის ბრძანების თანახმად, 64-ე მოტომსროლელ ბრიგადას "გვარდიის" წოდება მიენიჭა.
უკრაინული მხარის განცხადებით, ბუჩაში რუსებმა 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს.