Accentnews.ge
რუსეთში კაცი დააკავეს, რომელმაც უკრაინაში მეგობრებს თანხა გადაურიცხა

რუსეთში კაცი დააკავეს, რომელმაც უკრაინაში მეგობრებს თანხა გადაურიცხა

22/04/2022 11:13:44 მსოფლიო

რუსეთში 61 წლის მიხაილ კავუნი ექსტრემისტული საქმიანობის დაფინანსების ბრალდებით დააკავეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის წინასწარ პატიმრობაში 18 ივნისამდე დარჩება.

როგორც რუსული სახელმწიფო მედია იუწყება, კავუნი ასტრახანის ტერიტორიაზე დააკავეს და საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად მოსკოვში გადაიყვანეს.

მოსკოვის საგამოძიებო კომიტეტის მთავარი საგამოძიებო დეპარტამენტის წარმომადგენლის იულია ივანოვას განცხადებით, დაკავებული „2015 წლიდან 2019 წლამდე სისტემატურად მოგზაურობდა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რათა ფინანსური მხარდაჭერა და თანხები გადაერიცხა ექსტრემისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელობისა და წევრებისთვის, რომელთა საქმიანობა აკრძალულია რუსეთის ტერიტორიაზე“.

ორგანიზაცია, რომელზეც ივანოვა საუბრობს, არის უკრაინის „მემარჯვენე სექტორია“.

გამოძიება ირწმუნება, რომ 2015 წლიდან 2019 წლამდე პერიოდში ბრალდებულმა გადარიცხა მინიმუმ 120 ათასი რუბლი.

ოჯახის ახლობლები აცხადებენ, რომ კაცმა უკრაინაში მეგობრებს ფული რამდენჯერმე გადაურიცხა და შესაძლოა, ეს გახდა სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მიზეზი. ამასთან, კაცი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მხარდამჭერია.

როგორც ოჯახის ახლობლები ყვებიან, კავუნი პირველად ადმინისტრაციულ საქმეზე აიყვანეს: ის გააჩერეს მატარებლის ბაქანზე, შეუმოწმეს ტელეფონი „რაღაც არასანდო“ აღმოაჩინეს და დააკავეს. დაკავების ვადის გასვლის შემდეგ კაცი ასტრახანში გაემგზავრა, სადაც კვლავ დააკავეს.

ოჯახის ცნობით, კაცს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

იხილეთ ასევე: მოსკოვში კაცი ბოტასების შეფერილობის გამო დააკავეს

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S