Accentnews.ge
ბრიტანული დაზვერვა: „რუსეთი 9 მაისამდე პროგრესის მიღწევას ცდილობს“

ბრიტანული დაზვერვა: „რუსეთი 9 მაისამდე პროგრესის მიღწევას ცდილობს“

21/04/2022 09:19:10 ევროპა

ბრიტანული დაზვერვის 21 აპრილის ანგარიშის მიხედვით, რუსეთს აშკარად სურს გარკვეული პროგრესის 9 მაისამდე მიღწევა და ამან შეიძლება, გავლენა მოახდინოს იმაზე, თუ რამდენად სწრაფად და აგრესიულად განახორციელებენ სამხედრო ოპერაციებს უახლოეს მომავალში.

„ამჟამად რუსული ძალები მიიწევენ კრამატორსკის მიმართულებით, ქალაქი მუდმივად სარაკეტო თავდასხმების ქვეშაა“–, აღნიშნავს დაზვერვა.

აღმოსავლეთში, ჰაერში რუსული ჯარების მაღალი აქტივობა შეიმჩნევა, რათა მხარი დაუჭირონ სახმელეთო ჯარების შეტევას და ჩაახშონ და გაანადგურონ უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

20 აპრილის შეტყობინებაში ბრიტანული დაზვერვა აღნიშნავდა, რომ უკრაინის ჩრდილოეთ ნაწილში სარაკეტო იერიშების საფრთხე ნარჩუნდება, აღმოსავლეთ ნაწილში კი შეტევების ინტენსივობა გაიზარდა.

ამერიკული დაზვერვის ცნობით, აღმოსავლეთ ნაწილში რუსებს მნიშნელოვანი პროგრესისთვის არ მიუღწევიათ.

იხილეთ ასევე: პუტინმა "აზოვსტალზე" შტურმის შეწყვეტის ბრძანება გასცა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S