
„უკრაინას პარტნიორებისგან ახალი თვითმფრინავები არ მიუღია“ – საჰაერო ძალები
20/04/2022 10:08:21 ევროპა, მსოფლიო
უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებს, რომ უკრაინას პარტნიორი ქვეყნებისგან ახალი თვითმფრინავები არ მიუღია.
მათი ინფორმაციით, უკრაინამ დახმარების სახით სათადარიგო ნაწილები მიიღო, რაც არსებული აღჭურვილობის შეკეთებაში დაეხმარება.
„აშშ-ის ხელისუფლების დახმარებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა მიიღო სათადარიგო ნაწილები და კომპონენტები შეიარაღებული ძალების ფლოტის შესაკეთებლად და აღსადგენად, რაც ახლა მეტი აღჭურვილობის გამოყენების შესაძლებლობას მოგვცემს“, - აცხადებს უკრაინის საჰაერო ძალები.
მანამდე პენტაგონში განაცხადეს, რომ უკრაინამ სამხედრო თვითფრინავები და სათადარიგო ნაწილები მიიღო.