
„უკრაინამ უკვე მიიღო გამანადგურებლები და სათადარიგო ნაწილები ავიაპარკისთვის“– პენტაგონი
19/04/2022 20:53:53 მსოფლიო
უკრაინამ სხვა ქვეყნებიდან უკვე მიიღო მოიერიშე თვითმფრინავები, ასევე მიიღო სათადარიგო ნაწილები მეტი სამხედრო თვითმფრინავის ასაფრენად,– განაცხადა, CNN-ის ცნობით, პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ.
მან დააზუსტა, რომ ამ შემთხვევაში არ არის საუბარი აშშ–ის მიერ გაწეულ დახმარებაზე.
„მათ (უკრაიელებმა) მიიღეს დამატებითი პლატფორმები, ასევე მიიღეს ნაწილები, რათა თავიანთი ფლოტი უფრო მრავალრიცხოვანი გახადონ, გაზარდონ ავიაპარკი. ვფიქრობ, ამაზე უნდა გავჩერდე“,– განაცხადა კიბრიმ.