Accentnews.ge
სოციალურ ქსელებში სავარაუდოდ, რუსული „Москва"–ს ჩაძირვის ამსახველი კადრები ვრცელდება (ვიდეო)

სოციალურ ქსელებში სავარაუდოდ, რუსული „Москва"–ს ჩაძირვის ამსახველი კადრები ვრცელდება (ვიდეო)

18/04/2022 08:45:08 მსოფლიო

სოციალურ ქსელებში სავარაუდოდ, რუსული „Москва"–ს ჩაძირვის ამსახველი ვიდეო ვრცელდება.

შესაბამის ვიდეოს, მათ შორის The Guardian–ის ყოფილი ჟურნალისტიც ავრცელებს.

უკრაინული მხარის 13 აპრილის ინფორმაციით, რუსული ხომალდი ორმა უკრაინულმა რაკეტამ „ნეპტუნმა“ დააზიანა, რასაც გემზე აფეთქება მოჰყვა. ჯერ კიდევ 13 აპრილს იუწყებოდა უკრაინული მხარე, რომ სხვა გემები სამაშველო ოპერაციის ჩატარებას ცდილობდნენ, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ "Москва" თვალთახედვიდან გაქრა.

ორი დღის შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა გემის ჩაძირვა. უწყების მოკლე ცნობაში ვკითხულობთ, რომ კრეისერზე ხანძარი გაჩნდა, შედეგად მოხდა საბრძოლო მასალის დეტონაცია, გემი სერიოზულად დაზიანდა, ეკიპაჟი სრულად ევაკუირებულია, ხანძრის გამომწვევი მიზეზები კი დგინდება.

აღნიშნული სარაკეტო კრეისერი იყო რუსული სამხედრო ძლიერების სიმბოლო, რასაც მისთვის შერჩეული სახელწოდებაც მოწმობს. ეს იყო ყველაზე დიდი რუსული გემი. მას „ცივი ომის“ პროექტს უწოდებდნენ. არსებული ცნობებით, ხომალდზე 510–მდე პირი იმყოფებოდა.

იხილეთ ასევე: „ეკიპაჟის ევაკუაცია ვერ შეძლეს“: რა მნიშვნელობა აქვს „Москва"–ს ჩაძირვას

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S