Accentnews.ge
„ეკიპაჟის ევაკუაცია ვერ შეძლეს“: რა მნიშვნელობა აქვს „Москва"–ს ჩაძირვას

„ეკიპაჟის ევაკუაცია ვერ შეძლეს“: რა მნიშვნელობა აქვს „Москва"–ს ჩაძირვას

15/04/2022 14:12:40 ევროპა

უკრაინის საზღვაო დაცვის სამსახურის პრესმდივნის ნატალია გუმენიუკის ინფორმაციით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო კრეისერ "Москва"–დან ეკიპაჟის ევაკუაცია ვერ მოხერხდა.

მისი ინფორმაციით, ოკუპანტებს სამაშველო ოპერაციაში შტორმმა შეუშალა ხელი:

"სარაკეტო დარტყმამ საბრძოლო მასალის აფეთქება გამოიწვია და დაიწყო ბრძოლა გადარჩენისთვის. ვუყურებდით, როგორ ცდილობდნენ სხვა გემები დახმარებას, მაგრამ ბუნებაც უკრაინის მხარეს იყო: შტორმმა მათ არც სამაშველო ოპერაციის ჩატარების და არც ეკუპაჟის ევაკუაციის შესაძლებლობა მისცა“.

უკრაინული მხარის 13 აპრილის ინფორმაციით, რუსული ხომალდი ორმა უკრაინულმა რაკეტამ „ნეპტუნმა“ დააზიანა, რასაც გემზე აფეთქება მოჰყვა. ჯერ კიდევ 13 აპრილს იუწყებოდა უკრაინული მხარე, რომ სხვა გემები სამაშველო ოპერაციის ჩატარებას ცდილობდნენ, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ "Москва" თვალთახედვიდან გაქრა.

ორი დღის შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა გემის ჩაძირვა. უწყების მოკლე ცნობაში ვკითხულობთ, რომ კრეისერზე ხანძარი გაჩნდა, შედეგად მოხდა საბრძოლო მასალის დეტონაცია, გემი სერიოზულად დაზიანდა, ეკიპაჟი სრულად ევაკუირებულია, ხანძრის გამომწვევი მიზეზები კი დგინდება.

აღნიშნული სარაკეტო კრეისერი იყო რუსული სამხედრო ძლიერების სიმბოლო, რასაც მისთვის შერჩეული სახელწოდებაც მოწმობს. ეს იყო ყველაზე დიდი რუსული გემი. მას „ცივი ომის“ პროექტს უწოდებდნენ. არსებული ცნობებით, ხომალდზე 510–მდე პირი იმყოფებოდა.

"მის ჩაძირვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც ფსიქოლოგიური, ისე სამხედრო თვალსაზრისით: ის იყო კრეისერი, რომელსაც შავ ზღვაზე ანალოგი არ ჰყავდა – ფაქტობრივად, რუსეთის საზღვაო დომინირების სიმბოლო იყო“,– ამბობს ლაშა ბერიძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე, პოლკოვნიკი.

„ზუსტად როგორ ჩაიძირა, ამას ომის შემდეგ გავიგებთ, მაგრამ მანამდე მხოლოდ აღფრთხოვანება შეგვიძლია, გამოვხატოთ, თუ როგორ კარგად დაგეგმეს, სწორად შეარჩიეს ადგილი. ოპერაცია იდეალურად შესრულდა. ასეთი სახის დარტყმის განხორციელება მსგავს კრეისერზე, რომელსაც უდიდესი თავდაცვითი შესაძლებლობები გააჩნია, ძალიან რთულია: მას შეეძლო, ბირთვული დარტყმისთვის რაკეტების განთავსება. მას სარაკეტო დარტყმის განხორციელება1000–კმ–მდე მანძილზე შეეძლო. ბევრი სარაკეტო დარტყმა, რომელიც განხორციელდა უკრაინის ტერიტორიაზე შავი ზვიდან, სწორედ ამ კრეისერიდან მოდიოდა, რადგან სხვა ანალოგიური კრეისერი რუსებს არ ჰყავთ. ასევე გააჩნდა საჰაერო თავდაცვის სისტემები – იგივე ეს–300–ის საზღვაო ანალოგი, ახლო საჰაერო თავდაცვის სისტემები. ამდენად, მასზე ზღვიდან, ხმელეთიდან და ჰაერიდანაც ძალიან რთული იყო შეტევა“,– ამბობს პოლკოვნიკი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S