
სერბეთი რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებაზე მუშაობს
15/04/2022 09:10:00 ევროპა
სერბეთი რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას გეგმავს. ქვეყანა 2023 წლის სექტემბრიდან თხევადი ბუნებრივი აირის საბერძნეთიდან, ხოლო ბუნებრივი გაზის აზერბაიჯანიდან მიღებას განიხილავს,– ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამთო და ენერგეტიკის მინისტრმა ზორანა მიხაილოვიჩმა განაცხადა.
„ჩვენ გაზის მიწოდების ორი მიმართულება გვაქვს, მაგრამ კვლავ კვლავ ერთზე – რუსეთზე ვართ დამოკიდებული.
ჩვენი კავშირი ბულგარეთთან, რომელიც მომავალ წელს იქნება მზად, გვაძლევს შესაძლებლობას, მოლაპარაკება დავიწყოთ და მომავალი წლის სექტემბრიდან საბერძნეთიდან მივიღოთ თხევადი ბუნებრივი აირი, გადავერთოთ აზერბაიჯანულ გაზზე, რაც ჩვენს დამოკიდებულებას შეამცირებს“,– განაცხადა მიხაილოვიჩმა და დასძინა, „ზუსტად არ ვიცით, რა იქნება გაზის ფასი, რადგან ბაზარზე ტექტონიკური ძვრები ხდება და არსებობს კითხვა, რა ფასზე შეიძლება, შევთანხმდეთ „გაზპრომთან“, მაგრამ ეს ნამდვილად არ იქნება ისეთი, როგორიც ადრე იყო“.
სერბეთის მოქმედი ხელშეკრულება „გაზპრომთან“ 31 მაისს იწურება.
იხილეთ ასევე: „ეს პოლიტიკურ "სიგნალს" ჰგავს“: სერბეთი რუსულ სამხედრო ტექნოლოგიას ეთიშება?