Accentnews.ge
ბუჩას მერი: "ცხედრების 85%-ს ნატყვიარი აღენიშნება"

ბუჩას მერი: "ცხედრების 85%-ს ნატყვიარი აღენიშნება"

15/04/2022 06:18:26 ევროპა

ბუჩას მერი ამბობს, რომ ქალაქში ნაპოვნი ცხედრების 85%-ს ნატყვიარი აღენიშნება

"ანუ ბუჩაში განზრახ მკვლელობა მოხდა", - თქვა ანატოლი ფედორუკმა.

იხილეთ ასევე: „ხელებშეკრული ადამიანების ცხედრები მასობრივ სამარხებშიც ვიპოვეთ“: ბუჩაში ფრანგი ექსპერტები მუშაობენ [ვიდეო]

რუსი სამხედროებისგან გათავისუფლებულ ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრებს პოულობენ. გავრცელებულ ვიდეოებსა და ფოტოებში ჩანს, რომ მშვიდობიან გაკოჭილ მოქალაქეებს ქუჩაში კლავდნენ. ქალაქის მერია აცხადებს, რომ ცხედრები ამოჰყავთ ინდივიდუალური და მასობრივი სამარხებიდან

უკრაინის ხელისუფლება ადასტურებს, რომ რუსი სამხედროები მიზანმიმართულად კლავდნენ, აწამებდნენ და აუპატიურებდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს. ბუჩაში უკვე ნაპოვნია სამი მასობრივი სამარხი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S