Accentnews.ge
„ხელებშეკრული ადამიანების ცხედრები მასობრივ სამარხებშიც ვიპოვეთ“: ბუჩაში ფრანგი ექსპერტები მუშაობენ [ვიდეო]

„ხელებშეკრული ადამიანების ცხედრები მასობრივ სამარხებშიც ვიპოვეთ“: ბუჩაში ფრანგი ექსპერტები მუშაობენ [ვიდეო]

14/04/2022 12:44:29 ევროპა

ბუჩაში, რომელიც რუსეთის ჯარების კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა თითქმის მთელი მარტის განმავლობაში, მასობრივი საფლავებიდან ცხედრების ექსჰუმაცია და ამოცნობა თითქმის 24–საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

გასულ სამშაბათს უკრაინელ ექსპერტებს შეუერთდა საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის კრიმინალისტიკის ინსტიტუტის თვრამეტი თანამშრომელი.

"სამი ჯგუფია. ერთი მუშაობს ჩვენს კრიმინალისტებთან და გამომძიებლებთან შემთხვევის ადგილებზე. დანარჩენი ორი ჯგუფი მუშაობს საექსპერტო ცენტრებში", - განმარტავს ვიქტორ ლუგოვოი, კიევის რეგიონის პოლიციის უფროსის მოადგილე.

ერთი დღის წინ ფრანგი სპეციალისტები ავტოსადგომზე იმყოფებოდნენ, სადაც დაცხრლული მანქანები მთელი ბუჩადან მიაქვთ. ერთ-ერთ მათგანში დამწვარი ცხედარი იპოვეს, რომელიც ნაწილ–ნაწილ გადმოიღეს მანქანიდან. მანქანა დაზიანდა ავტომატური იარაღით და სავარაუდოდ საარტილერიო ცეცხლით.

სამუშაოები ადგილობრივი ეკლესიის ირგვლივაც გრძელდება. იქ მეორე მასობრივი საფლავი გახსნეს. სასამართლო ექსპერტის სერგეი ლიახოვიჩის თქმით, ცხედრების სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაზე გადასვენებამდე ხდება ტანსაცმლისა და დაზიანებების აღწერა, ინვენტარიზაცია, სავარაუდო ასაკის დადგენა.

"ჩვენ 57 ცხედარი გამოვიკვლიეთ. თითქმის ყველა მათგანს ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდათ ჭრილობები მიყენებული. ამ ადამიანებს ბუჩას ქუჩებში, მშვიდობიანი ევაკუაციის დროს ესროლეს. ზოგს ხელ-ფეხი ჰქონდა შეკრული, ძვლები გადატეხილი", - ამბობს ბუჩა პროკურორი რუსლან კრავჩენკო.

ადგილობრივი მერიის ცნობით, ამ დროისთვის ბუჩაში 413 ცხედარია ნაპოვნი. უკრაინის ხელისუფლება რუსი სამხედროებს ადანაშაულებს მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტაში. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S