Accentnews.ge
"სიტყვიერი ესკალაცია უკრაინას არ შველის“– მაკრონი კრიტიკას პასუხობს

"სიტყვიერი ესკალაცია უკრაინას არ შველის“– მაკრონი კრიტიკას პასუხობს

14/04/2022 13:39:48 ევროპა

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, „სიტყვიერი ესკალაცია“ უკრაინას არ დაეხმარება. ამგვარად უპასუხა მაკრონმა მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას. საქმე იმაშია, რომ ორი დღის წინ აშშ–ის პრეზიდენტმა რუსეთის ქმედებებს უკრაინაში გენოციდი უწოდა. როდესაც საფრანგეთის ლიდერს ჰკითხეს, იზიარებდა თუ არა ამერიკელი კოლეგის შეფასებას, მან თქვა, "ასეთ ტერმინებთან ფრთხილად ვიქნებოდი“.

„სიტყვა „გენოციდს“ აქვს თავისი მნიშვნელობა და უნდა იყოს კვალიფიცირებული იურისტების და არა პოლიტიკოსების მიერ“, - თქვა, Le Point–ის ცნობით, მაკრონმა ლე ჰავრში წინასაარჩევნო კამპანიის დროს.

მისი თქმით, სახელმწიფოები, რომლებიც ამუკრაინაში განვითარებულ მოვლენებს გენოციდად თვლიან, პროცესში საერთაშორისო კონვენციების შესაბამისად უნდა ჩაერიონ.

"ეს არის ის, რაც ხალხს უნდა? მე ასე არ ვფიქრობ", - თქვა მაკრონმა და დასძინა, რომ ასეთი ჩარევა მათ მეომარ მხარეებად გადააქცევს.

„ყველამ უნდა იცოდეს, როგორ შეინარჩუნოს გონიერება. სიტყვიერი ესკალაცია უკრაინას არ შველის“, - დასძინა მან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S