
"რუსი სამხედროების 40%–მდე უარს ამბობს უკრაინაში საომრად დაბრუნებაზე"– CIT
14/04/2022 13:08:00 ევროპა, მსოფლიო
რუსულ შეიარაღებულ ჯარებზე კონტრაქტის საფუძველზე მოსამსახურე იმ სამხედროების თითქმის ნახევარი, რომლებიც უკვე იმყოფებოდნენ უკრაინაში, უარს ამბობს ბრძოლის ხაზზე დაბრუნებაზე,– ამის შესახებ საგამომძიებლო ჯგუფ Conflict Intelligence Team-ის დამფუძნებელმა რუსლან ლევიევმა „Настоящий Время“–ს ეთერში ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, უკრაინაში დაბრუნებაზე უარი სულ უფრო სისტემური მოვლენა ხდება.
„ისინი უკრაინიდან დაბრუნებულ პრაქტიკულად ყველა შენაერთში არსებობენ. ჩვენი შეფასებით, უკრაინიდან დაბრუნებული კონტრაქტის საფუძველზე მოსამსახურე პირადი შემადგენლობის 20-დან 40%-მდე უარს ამბობს უკრაინაში გადასროლასა და ბრძოლაში ჩაბმაზე“, - განაცხადა ლევიევმა.
იხილეთ ასევე:
„რუსი ჯარისკაცები და ოფიცრები იმედგაცრუებულები არიან“ – პენტაგონი
ცვლილებები რუსულ სარდლობაში: ეჭვობენ, „სირიის ჯალათს“ გამოცდილება უკრაინაში გამოადგეს