Accentnews.ge
„რუსი ჯარისკაცები და  ოფიცრები იმედგაცრუებულები არიან“ – პენტაგონი

„რუსი ჯარისკაცები და  ოფიცრები იმედგაცრუებულები არიან“ – პენტაგონი

13/04/2022 16:59:14 ევროპა

უკრაინის ომში მონაწილე რუსი სამხედროების მნიშვნელოვან ნაწილს კვლავ აქვს დემორალიზების პრობლემა,– იუწყება CNN აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.

როგორც პენტაგონის წარმომადგენელი აღნიშნავს, აშშ ფლობს ახალ მტკიცებულებებს, რომ რუსული სამხედროები "იმედგაცრუებულნი არიან ამ ომით, არ იყვნენ რა სათანადოდ ინფორმირებული, სათანადოდ გაწვრთნილები, მომზადებულნი არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ მორალურადაც იმისთვის, რაც უნდა გაეკეთებინათ“.

მისივე თქმით, ასევე არსებობს ნიშნები, რომ რუსი ოფიცრებიც "იმედგაცრუებულნი არიან თავიანთი სამხედროების და კოლეგების ქმედებებით".

ჩინოვნიკმა ასევე შეახსენა ჟურნალისტებს, რომ უკრაინაში მყოფ რუს სამხედროებს შორის მრავლად არიან გამოუცდელი წვევამდელები.

„ამგვარად, ჯერ კიდევ არსებობს მორალური და დანაყოფების შეთანხმების პრობლემები, რაც აწუხებთ რუსებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ახლა ცდილობენ ძალების აღდგენას, რეზერვის შევსეებას და ფოკუსირებას უფრო კონკრეტულ გეოგრაფიულ რეგიონზე “, - თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მანამდე ბრიტანეთის დაზვერვაში განაცხადეს, რომ დონბასში ოპერაციების მხარდასაჭერად ძალებისა და მატერიალურ–ტექნიკური გადაჯგუფების მიუხედავად, რუსულ ძალებს იქაც ექნებათ მორალური პრობლემები, მარაგებისა და პერსონალის დეფიციტი.

იხილეთ ასევე: ცვლილებები რუსულ სარდლობაში: ეჭვობენ, „სირიის ჯალათს“ გამოცდილება უკრაინაში გამოადგეს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S