"ის, რაც უკრაინაში ხდება, გენოციდია" - ტრამპი
14/04/2022 10:29:26 მსოფლიო
რუსული ძალების მიერ უკრაინაში ჩადენილ დანაშაულს გენოციდი აშშ–ის მოქმედი პრეზიდენტის შემდეგ, ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც უწოდა. ამ თემაზე მან Fox News-თან ინტერვიუში ისაუბრა.
ტრამპი ბაიდენს აკრიტიკებდა პოლიტიკისთვის, რომელმაც მისი აზრით, რეკორდულად მაღალი ინფლაცია გამოიწვია და თქვა - "ახლა ამას დაუმატეთ ის, რაც ხდება უკრაინაში. ეს არის გენოციდი".
ბაიდენმა პუტინი გენოციდში ორი დღის წინ დაადანაშაულა. მოგვიანებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში ვიქტორია ნულანდმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ "აშშ სავარაუდოდ, ოფიციალურად აღიარებს რუსეთის ქმედებებს გენოციდად".


