
პუტინი ცდილობს, დონბაში უკრაინელებზე ხუთჯერ მეტ ძალას მოუყაროს თავი – The Times
13/04/2022 17:52:59 ევროპა
რუსეთი ცდილობს, თავი მოუყაროს ხუთჯერ მეტ ძალას, ვიდრე აღმოსავლეთ უკრაინაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჰყავს მობილიზებული,– იუწყება The Times.
როგორც გამოცემა საკუთარ სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რუსებს ჯარები რეგიონებიდან დონბასში გადაჰყავთ და რიგი დასავლური წყაროები შეტევის დაწყებას კვირის ბოლოსთვის ელოდებიან. ამასთან, სატელიტური ფოტოები და ანგარიშები მიუთითებს, რომ რუსეთი აგროვებს ჯარს და აღჭურვილობას სულ მცირე სამ ადგილას უკრაინის საზღვართან: ბელგოროდის და ვორონეჟის რეგიონებში და ქალაქ მატვეევ კურგანის გარშემო.რუსი ჯარები ასევე აძლიერებენ ოპერაციებს ხარკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით, იზიუმის რაიონში.
პროგნოზირებენ, რომ ეს ძალები შეეცდებიან უფრო სამხრეთით გადაადგილებას სლავიანსკის დასაპყრობად, იქიდან კი შესაძლოა, სამხრეთ-აღმოსავლეთით გადავიდნენ უკრაინელი სამხედროების ალყაში მოსაქცევად. და თუ ალყაში მოქცეული საპორტო ქალაქი მარიუპოლი დაეცემა, რომელიც ამ დრომდე გმირულად დგას, 6 000-მდე რუსი ჯარისკაცი ასევე შეიძლება, გადავიდეს ჩრდილოეთ უკრაინაში. თუმცა, გამოცემა აღნიშნავს იმასაც, რომ უკრაინელმა დამცველებმაც აღმოავლეთში ფართო დამცავი ზღუდეები ააგეს.
„რუსები შეეცდებიან მეტი სახმელეთო ჯარის შეყვანას, იციან, რა აღმოსავლეთში უკრაინელები ძალიან კარგ მდგომარეობაში არიან“,– ამბობს გენერალმა რიჩარდ ბარონსი, ბრიტანეთის ყოფილი სამხედრო მეთაური:
მისივე თქმით, კარგად ჩამოყალიბებული თავდაცვითი პოზიციები "ნამდვილად ძნელი დასაძლევია", ამიტომ ექსპერტები საუბრობენ ძალების მინიმუმ 5/1–ზე თანაფარდობის აუცილებლობაზე თითოეულ შეტევაში. ძალთა მსგავსი თანაფარდობა კი 90 000 რუსი ჯარისკაცისა 18 000 უკრაინელის ბრძოლას გულისხმობს:
„ეს ძალიან რთული ბრძოლა იქნება ისტორიაში“.
12 აპრილს დასავლელმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთის 38 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი (BTG თითოეული 1000-მდე კაცის შემადგენლობით) აღარ იყო ბრძოლისუნარიანი. ამასთან, დასავლეთის სპეცსამსახურების ცნობით, რუსეთი 60 000–მდე სამხედროს მობილიზებას ცდილობს დანაკარგების შესავსებად, თუმცა პრობლემებს აწყდება. ამასთან, ხშირად მახვილდება ყურადღება რუსულ ჯარში არსებულ პრობლემებზე, მათ შორის დემორალიზების კუთხით.
იხილეთ ასევე: „რუსი ჯარისკაცები და ოფიცრები იმედგაცრუებულები არიან“ – პენტაგონი
"უკრაინელებს ზურგში უბერავთ ქარი. მათ რუსეთის რიგი საუკეთესო ბატალიონები დაამარცხეს. რუსული ჯარების შემდეგი ტალღა, რომლებიც მათთან მოვლენ დონბასში, არ იქნებიან საუკეთესოები რუსეთში",– უთხრა გამოცემას ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის მოადგილე ჯეიმს ჰიპმა და გაიმეორა მოსაზრება, რომ დონბასთან დაკავშირებით პუტინის გეგმა განპირობებულია მისი სურვილით 9 მაისს აჩვენოს "დიდი სამხედრო წარმატება".