
"უკრაინაში რუსეთის შეჭრამ აიძულა შვედეთი, გადაანალიზოს საკუთარი უსაფრთხოების საკითხები"
13/04/2022 12:49:42 ევროპა
შვედეთის თავდაცვის მინისტრმა პეტერ ჰულტკვისტმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ შვედეთი აიძულა, ხელახლა გადაანალიზოს საკუთარ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები.
„საგარეო საქმეთა მინისტრ ანა ლინდეს ხელმძღვანელობით ამჟამად ვაანალიზებთ შვედეთის უსაფრთხოების ყველა ვარიანტს. ნატოს წევრობა ერთ-ერთი შესაძლებლობაა, მაგრამ არსებობს სხვა ვარიანტებიც, რომლებსაც გავაანალიზებთ. მაისის შუა რიცხვებში ან მაისის ბოლოს წარმოვადგენთ ანგარიშს იმის შესახებ, თუ როგორ მოვიქცეთ მომავალში,“ –განუცხადა ჰულტკვისტმა Reuters-ს.
შვედეთის გარდა მისი მეზობელი ფინეთიც განიხილავს ნატოში წევრობის შესაძლებლობას.
ჰულტკვისტის თქმით, ნატოში ამ ორი ქვეყნის შესაძლო გაწევრიანების მთავარი მიზეზი არის ის, თუ როგორ მოქმედებს რუსეთი უკრაინაში და ის, რომ მან დაიწყო ომი.
„ეს არის ძირეული საკითხი, ასი პროცენტით. ისინი არიან „ცუდი ბიჭები“. ისინი აკეთებენ ცუდ რამეებს და ჩვენ რაიმენაირად უნდა გქონდეს ამაზე რეაქცია,“ –დასძინა მან.
იხილეთ ასევე: ”ყველაფერი შეიცვალა, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში" : ფინეთი ნეიტრალიტეტზე უარს ამბობს