Accentnews.ge
აშშ მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენებას ამ ეტაპზე არ ადასტურებს

აშშ მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენებას ამ ეტაპზე არ ადასტურებს

12/04/2022 06:28:09 მსოფლიო

აშშ მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენებას ამ ეტაპზე არ ადასტურებს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა.

„დღემდე ჩვენთვის სანდო წყაროებიდან ცნობილი იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსები შესაძლოა, ემზადებოდნენ ქიმიური აგენტების გამოსაყენებლად, მარიუპოლში მყოფი უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო ელემენტების დასუსტების მიზნით. ეს ინფორმაცია ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს გავუზიარეთ. ჩვენ ვაპირებთ მათთან უშუალო საუბრებს, რათა შევეცადოთ განვსაზღვროთ, რა მოხდა იქ და როგორც კი დამატებით ცნობებს მივიღებთ, შეგვეძლება ვთქვათ, რა მოხდა", – განაცხადა პრაისმა.

11 აპრილს „აზოვის პოლკმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, რუსულმა ძალებმა მარიუპოლში ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S