
უნგრეთის საგარეო უწყებაში უკრაინის ელიჩი გამოიძახეს „შეურაცხმყოფელი განცხადებების“ გამო
06/04/2022 07:37:36 ევროპა
უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის ელჩი გამოიძახა.
როგორც ბუდაპეშტში განმარტეს, უკრაინელ დიპლომატს ახსნა-განმარტებების გაკეთება მოუწევს კიევის მხრიდან უნგრეთის მიმართ „შეურაცხმყოფელ განცხადებებზე“, რომელიც ომთან დაკავშირებით ბუდაპეშტის პოზიციას ეხება.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმ პეტერ სიიარტოს თქმით, უნგრეთში ჩატარებულმა არჩევნებმა აჩვენა, რომ მოქალაქეები მხარს უჭერენ ხელისუფლების პოზიციას, რომელიც ენერგეტიკული სანქციების დაწესებისგან და უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღების ტრანზიტისგან თავის შეკავებას ითვალისწინებს.
„გვესმის, რომ უკრაინელებს სხვა ინტერესები ექნებათ. უკრაინელი და უნგრელი ხალხის ინტერესები უმთავრესია, მაგრამ უნდა ვთქვათ ერთი, რომ არავის აქვს უფლება, შეაფასოს უნგრელი ხალხის დემოკრატიული გადაწყვეტილება. ტოტალიტარული რეჟიმის დამყარების, ომში თანამონაწილეობისა და უნგრელი ხალხის ნების გამოხატვის მიმართ მწუხარების გამომხატველი განცხადებების გაკეთება მიუღებელია. უკრაინის ლიდერებმა უნდა შეწყვიტონ შეურაცხყოფა უნგრეთის მიმართ და უნდა აღიარონ უნგრელი ხალხის ნება“, – განაცხადა სიიარტომ.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უნგრეთს შეუძლია, რუსეთთან „ფლირტის“ გაგრძელება, თუმცა არჩევანის გაკეთება მოუწევს რუსეთსა და სხვა სამყაროს შორის.