
ზელენსკი – ორბანზე: „ფლირტს“ გააგრძელებს, მაგრამ ასე დიდხანს არ გაგრძელდება: მოუწევს, აირჩიოს“
05/04/2022 10:12:01 ევროპა
პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ახლა მოსკოვთან „ითამაშებს“, მაგრამ რუსეთსა და სხვა სამყაროს შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს.
„ამ ვითარებაში მას მოუწევს არჩევანის გაკეთება რუსეთსა და სხვა სამყაროს შორის. მას შეუძლია, თქვას, „მე ვირჩევ უნგრეთსო“, მაგრამ უნგრეთი სხვა სამყაროს ნაწილია –ევროკავშირშია.შეუძლია, გააგრძელოს „ფლირტი“, მას სჭირდება იაფი ენერგორესურსები და ა.შ. ეს დიდხანს არ გაგრძელდება“, - განუცხადა ზელენსკიმ უკრაინელ ჟურნალისტებს.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ ჯერ კიდევ არჩევნებამდე ცდილობდა ვიქტორ ორბანთან ურთიერთობის დამყარებას, შეხვედრას, თუმცა, პრეზიდენტის თქმით, ორბანს "ეშინოდა".
"მას ეშინია რუსეთის ფედერაციის გავლენის თავის სახელმწიფოზე", - თქვა ზელენსკიმ და დასძინა, რომ მას არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია უნგრეთის ლიდერთან და რომ არც არჩევნების შემდეგ ელის ცვლილებებს.