
ბრიტანული დაზვერვა რუსეთის ჯარების უკრაინის ჩრდილოეთიდან გაყვანის შემდეგ მათ მდგომარეობაზე საუბრობს
05/04/2022 08:47:01 ევროპა, მსოფლიო
ჩრდილოეთ უკრაინიდან გაყვანილი რუსული ქვედანაყოფები საჭიროებენ მნიშვნელოვან ხელახალი აღჭურვას, განახლებას და მათ მფლობელობაში არსებული ტექნიკის შეკეთებას, ვიდრე ისინი აღმოსავლეთ უკრაინაში გადანაწილდებიან,– ამის შესახებ ნათქვამია დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს 5 აპრილის მიმოხილვაში.
ამავე მიმოხილვის მიხედვით, უკრაინულმა ძალებმა დაიბრუნეს საკვანძო სექტორი ჩრდილოეთ უკრაინაში, რითაც რუსეთს ჩამოართვეს მისი მიზნების დაცვის შესაძლებლობა და აიძულეს რუსული ძალები, დაეტოვებინათ ჩერნიგოვისა და კიევის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიები.
სამინისტრო პროგნოზირებს, რომ მცირე ბრძოლები ახლად აღებული რეგიონების ნაწილში გაგრძელდება, თუმცა „მნიშვნელოვნად შემსუბუქდება მიმდინარე კვირაში დარჩენილი რუსული ძალების გაყვანის შემდეგ“.
იხილეთ ასევე: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს
ერთი დღით ადრე ბრიტანეთის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი აგრძელებს ძალების კონსოლიდაციას დონბასში შეტევისთვის და ამ რაიონში „ვაგნერის“ დაქირავებულებს ათავსებს.
სამხედრო ანალიტიკოსები და არა მხოლოდ, პროგნოზირებენ, რომ ვინაიდან რუსეთის გეგმა ბლიც–კრიგის თაობაზე ჩავარდა, ხოლო რუსულმა სამხედრო მანქანამ მნიშვნელოვანი ზიანი მიიღო, კრემლი უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებზე კონცენტრირდება და სწორედ ამ მიმართულებით ელიან მძიმე ბრძოლებს. კვლავ ალყაში რჩება მარიუპოლი.