
უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს
05/04/2022 06:46:43 ევროპა, მსოფლიო
ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს კიდევ სამი თვითმფრინავი და ერთი რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა - იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
უკრაინული მხარის მონაცემებით, ჯამში რუსეთის დანაკარგები ომის დაწყებიდან 40 დღის თავზე ასე გამოიყურება:
- პერსონალი - დაახლოებით 18500 ადამიანი,
- ტანკები - 676 ერთეული,
- ჯავშანტექნიკა - 1858 ერთეული,
- საარტილერიო სისტემები - 332 ერთეული,
- მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 107 ერთეული,
- საჰაერო თავდაცვის სისტემები - 55 ერთეული,
- თვითმფრინავი - 150 ერთეული,
- ვერტმფრენები - 134 ერთეული,
- საავტომობილო აღჭურვილობა - 1322 ერთეული,
- გემები / ნავები - 7 ერთეული,
- ავზები - 76,
- უპილოტო საფრენი აპარატი - 94,
- სპეციალური აღჭურვილობა - 25,
- ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემა - 4.
რუსეთი აგრძელებს სარაკეტო იერიშებს უკრაინის ქალაქებზე. მიკოლაევის მერის ცნობთ, ოკუპანტებმა ქალაქში კასეტური ბომბები გამოიყენეს. შედეგად დაიღუპა 10 ადამიანი, დაშავდა 46.
მისივე თქმით, საცხოვრებელი კორპუსის გარდა რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს საავადმყოფოებს, ბავშვთა სახლს, საბავშვო ბაღებს, სკოლებს და პროფესიულ სასწავლებლებს.
მიკოლაევის მერის თქმით, დაბომბვის გამო დაზიანდა სადენები, რის გამოც ქალაქს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა, თუმცა ამ დროისთვის ის აღდგენილია.
სენკევიჩი აცხადებს, რომ ქალაქიდან სურვილის შემთხვევაში ევაკუაცია ყოველდღიურად ხორციელდება.