Accentnews.ge
რუსულ გემებს შესაძლოა, ევროკავშირის პორტებში შესვლა აეკრძალოს

რუსულ გემებს შესაძლოა, ევროკავშირის პორტებში შესვლა აეკრძალოს

04/04/2022 06:42:55 მსოფლიო

რუსი სამხედროების გასვლის შემდეგ კიევის ოლქის ქალაქებში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვის ამსახველ კადრების გავრცელების შემდეგ მსოფლიო ლიდერები რუსეთისადმი დამატებითი სანქიების შემოღების აუცილებლობას ხედავენ. კერძოდ, რუსულ გემებს შესაძლოა, ევროკავშირის პორტებში შესვლა აეკრძალოს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა უკვე განაცხადა მზაობოს შესახებ გაწიოს მეტი დახმარება უკრაინას, ხოლო რუსეთს დაუწესდეს მეტი სანქცია. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა მოსკოვისთვის მაქსიმალური ეკონომიკური სანქციების დაწესება მოითხოვა, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა კი მოითხოვა მკაცრი სანქციების მეხუთე პაკეტის რაც შეიძლება მალე შემოღება.

ევროკავშირის უკვე არსებული სანქციები ითვალისწინებს 7 რუსული ბანკის საერთაშორისო ფინანსური სისტემიდან SWIFT-დან გათიშვას. რუსეთისადმი ტექნილოგიური, თავდაცვითი, ენერგეტიკული, სატელეკომუნიკაციო და საავიაციო სფერობში ექსპორტის აკრძალვას, რუსული ავიაკომპანიებისთვის ევროკავშირის სივრცეში ფრენის აკრძალვას, ასობით რუსი ოლიგარქისა და ჩინოვნიკითსვის მათი კუთვნილი აქტივების გაყინვას, მათ შორისაა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც.

ევროკავშირის ზოგი წევრი სახელმწიფოს ლიდერი, დამატებით სანქციების სახით სთავაზობს ინდივიდუალურ ზომებს მაგალითად რუსული ხომალდებისთვის ევროკავშირის პორტებში შეცვლის აკრძალვას, ასევე ენერგომატარებლებისთვის დამატებითი შეზღუდვების დაწესებას, რასაც დიდი ხანია, მოითხოვს უკრაინა.

როგორს ამ საკითხის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა „რუსეთისგან ნავთობისა და გაზის შეძენა ომის დანაშაულების დაფინანსებას ნიშნავს“. ლიეტუვა ევროკავშირის პირველი წევრი სახელმწიფოა, რომელმაც რუსეული გაზის იმპორტზე სრულად თქვა უარი.

მოელიან, რომ ევროკავშირი რუსეთისადმი დამატებითი სანქციების განხილვას უკვე დღეიდან დაიწყებს.

ბუჩადან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები იპოვეს.

ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვის გამო უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ჯარები გენოციდის ჩადენაში დაადანაშაულა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვის შესახებ ყველა ბრალდება უარყო. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა ფოტო და ვიდეო მასალა პროვოკაციას წარმოადგენს და "დადგმულია კიევის რეჟიმის მიერ დასავლური მედიისთვის".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S