Accentnews.ge
რუსული ძალების გასვლის შემდეგ ბუჩაში, ქუჩაში 20 ცხედარი, მათ შორის ერთ–ერთი ხელებშეკრული ნახეს (ფოტო)

რუსული ძალების გასვლის შემდეგ ბუჩაში, ქუჩაში 20 ცხედარი, მათ შორის ერთ–ერთი ხელებშეკრული ნახეს (ფოტო)

03/04/2022 08:04:45 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე განა მალიარი აცხადებს, რომ ქვეყანამ კონტროლი კიევის მთელ რეგიონზე, მათ შორი ქალაქ ბუჩაზე დაიბრუნა მას შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქის მახლობლად მდებარე რამდენიმე საკვანძო ქალაქიდან უკან დაიხიეს.

როგორც "ფრანს–პრესი" იუწყება, მისმა ჟურნალისტმა ბუჩაში, ერთ–ერთ ქუჩაზე, სულ მცირე, 20 ცხედარი ნახა, მათ შორის ერთ–ერთი - ხელებშეკრული.

გაფრთხილება! მძიმე კადრები (+18):

ფოტო: REUTERS, ბუჩა, 2 აპრილი 2022 წელი.

ფოტო: REUTERS, ბუჩა, 2 აპრილი 2022 წელი.

ფოტო: REUTERS, ბუჩა, 2 აპრილი 2022 წელი.

ფოტო: REUTERS, ბუჩა, 2 აპრილი 2022 წელი.

ფოტო:AFP, ბუჩა, 2 აპრილი 2022 წელი.

ქალაქის მერი ანატოლი ფედორუკი აცხადებს, რომ ბუჩა სავსეა ცხედრებით.

მისი თქმით, 280 ადამიანი დაკრძალეს მასობრივ სასაფლაოზე.

ამ დროისთვის ბუჩაში გამნაღმველები მუშაობენ.

უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსული ძალები ამჟამად ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებში გროვდებიან.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩევლის ოლექსი არესტოვიჩის განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს წინ მძიმე ბრძოლები ელის:

"ილუზია ნუ გვექნება, წინ მძიმე ბრძოლები გველის, ქვეყნის სამხრეთსა და აღმოსავლეთში, მათ შორის მარიუპოლში".

ცნობისთვის : რუსეთი უკრაინაში ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S