"უკრაინას სჭირდება სამი რამ: იარაღი, იარაღი და კიდევ იარაღი"
04/04/2022 05:47:36 მსოფლიო
პოლონეთის პრეზიდენდი ანჯეი დუდა ეხმიანება რუსეთის სამხედროების გასვლის შემდეგ კიევის ოლქის ქალაქებში მშვიდობიანი მოსახლეობის მოსახლეობის ხოცვის ამსახველ კადრებს.
"დამნაშავებს უნდა ეწოდოთ დამნაშავეები, წარდგნენ სასამართლოს წინაშე და დაისაჯონ. ბუჩას სურათები უარყოფს რწმენას, რომ ჩვენ კომპრომისი უნდა ვეძიოთ ნებისმიერ ფასად. სინამდვილეში, უკრაინის დამცველებს, უპირველეს ყოვლისა სამი რამ სჭირდებათ: იარაღი, იარაღი და მეტი იარაღი“,- წერს ანეჯეი დუდა სოციალურ ქსელში.
ბუჩადან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები იპოვეს.
აღნიშნულის შემდეგ მსიფლიო ლიდერები რუსეთისადმი დამატებითი სანქიების შემოღების აუცილებლობას ხედავენ. ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვის გამო უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ჯარები გენოციდის ჩადენაში დაადანაშაულა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვის შესახებ ყველა ბრალდება უარყო. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა ფოტო და ვიდეო მასალა პროვოკაციას წარმოადგენს და "დადგმულია კიევის რეჟიმის მიერ დასავლური მედიისთვის".


