Accentnews.ge
მედინსკი: "რუსეთი დეესკალაციის მიზნით დგამს ორ ნაბიჯს"

მედინსკი: "რუსეთი დეესკალაციის მიზნით დგამს ორ ნაბიჯს"

29/03/2022 12:42:29 ევროპა, მსოფლიო

უკრაინასთან მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, პრეზიდენტ პუტინის თანაშემწემ ვლადიმირ მედინსკიმ კონსტრუქციული უწოდა უკრაინის დელეგაციასთან სტამბოლში, დღეს გამართულ მოლაპარაკებას.

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რუსეთი დეესკალაციის მიზნით დგამს ორ ნაბიჯს: სამხედროს და პოლიტიკურს.

„იმის გამო, რომ უკრაინის ნეიტრალიტეტისა და არაბირთვული სტატუსის და უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ხელშეკრულების მოსამზადებლად მოლაპარაკებები გადადის პრაქტიკულ ჭრილში, დღეს განხილული პრინციპების გათვალისწინებით, თავდაცვის სამინისტრომ ურთიერთნდობის ასამაღლებლად და შემდგომი მოლაპარაკებისთვის პირობების შესაქმნელად მიიღო გადაწყვეტილება, კარდინალურად შეამციროს სამხედრო აქტივობა კიევის და ჩერნიგოვის მიმართულებებით“, - განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინმა.

ალექსანდრ მედინსკის ცნობით, დღეს უკრაინისგან მიიღეს „გასაგებად ფორმულირებული პოზიცია ხელშეკრულებაში ჩასართავად“ და რომ რუსული მხარე ამ წინადადებებს უახლოეს ხანში განიხილავს, პრეზიდენტს აცნობებს და უკრაინას შესაბამის პასუხს მისცემს.

მედინსკის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინისგან მიიღო წერილობითი წინადადებები, რითიც ადასტურებს სწრაფვას ნეიტრალური და არაბირთვული სტატუსისკენ და ეს მოიცავს უარსაც მასობრივი განადგურების იარაღის ყველა სახეობის წარმოებასა და განთავსებაზე.

ამასთან, მან რუსულ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი არ არის.

იხილეთ ასევე: უკრაინა–რუსეთის მოლაპარაკებები დასრულდა: კიევმა უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S