Accentnews.ge
ჰაკერული დაჯგუფება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამხელს

ჰაკერული დაჯგუფება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამხელს

28/03/2022 20:45:04 მსოფლიო

ჰაკერულმა დაჯგუფება Anonymous-მა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც რიგ ინსტრუქციებს მოიცავს. კერძოდ, ჯგუფი განმარტას, რომ ის თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის.

რაც შეეხება ინსტრუქციას, დოკუმენტის მიხედვით, გაიცა დავალება, გავრცელდეს ვიდეოები, რომელშიც ნაჩვენები იქნება, რომ "უკრაინის შეიარაღებული ძალები ტყვედ ჩავარდნილ სამხედროებს არაადამიანურად ექცევიან".

დოკუმენტი "ინტერნეტში ინფორმაციული ხასიათის ღონისძიებების ჩატარების შესახებ" 21 მარტით არის დათარიღებული და მას ხელს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დმიტრი ბულგაკოვი აწერს.

"რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედროების უკრაინაში ტყვედ ჩაბარების ფაქტებმა იმატა, გარდა ამისა, მედიასაშუალებების მიერ ვრცელდება მასალები, რომელშიც ჩანს, რომ ამ სამხედროებს კარგად ექცევიან - ყოველივე ეს რუს სამხედროებს უღვივებს დაუსჯელობის განცდას და აფიქრებს, რომ ისინი მარტივად შეძლებენ, თავი აარიდონ სამხედრო მსახურებას უკრაინაში ამ გზით.

ვბრძანებ: შეიმუშავოთ და გაავრცელოთ ვიდეომასალების ციკლი, იმის დემონსტრირებით, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ტყვედ ჩავარდნილებს არაადამიანურად ექცევიან, ასევე აჩვენოთ უკრაინაში ნაციონალისტური ფორმირებები როგორ ექცევიან ტყვეებს, რომლებიც ნებაყოფლობით ჩაბარდნენ.

შეიმუშავოთ და გაავრცელოთ გრაფიკული მასალების სერია, მტკიცებულებებით იმ ფაქტებისა, რომ ტყვეების ვიდეოებში სინამდვილეში არა რეალური ტყვეები, არამედ სხვა ხალხია. ასევე უარყოთ ინფორმაცია, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალები იყენებენ წვევამდელებს.

უზრუნველყოთ მასალების გავრცელება თანდართული ინფორმაციით, რომელშიც აქცენტი ჟენევის კონვენციის დარღვევაზე იქნება გაკეთებული",– ვკითხულობთ ხსენებულ დოკუმენტში.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველ დღეს, 24 თებერვალს, ჰაკერების ჯგუფმა გამოაცხადა, რომ განახორციელებს კიბერშეტევებს რუსეთის სახელმწიფო ინსტიტუტების ვებსაიტებზე და მედიაზე. თავდასხმები განხორციელდა კრემლის, სახელმწიფო სათათბიროს, თავდაცვის სამინისტროს და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების ვებგვერდებზე.

იხილეთ ასევე: „პუტინო, შენი არც ერთი საიდუმლო არ არის დაცული": ჰაკერებმა მონაცემების გამოქვეყნება დაიწყეს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S