Accentnews.ge
ანტარქტიდის აღმოსავლეთში ნიუ-იორკზე დიდი ზომის  მყინვარი ჩამოინგრა

ანტარქტიდის აღმოსავლეთში ნიუ-იორკზე დიდი ზომის მყინვარი ჩამოინგრა

28/03/2022 13:05:11 მსოფლიო

ანტარქტიდის აღმოსავლეთში, რომელსაც დღემდე მეცნიერები ყველაზე სტაბილურ მხარედ მიიჩნევდნენ, ნიუ-იორკზე დიდი ზომის შელფური მყინვარი ჩამოინგრა, – იუწყება AP.

მეცნიერების განცხადებით, ისტორიაში პირველად, ანტარქტიდის ყველაზე ცივ რეგიონში შელფური მყინვარის ჩამონგრევა მოხდა.

მათი ვარაუდით, ყინული 14-დან 16 მარტს შორის პერიოდში მოწყდა, როცა რეგიონში ტემპერატურამ მნიშვნელოვნად მოიმატა. მისი სიგანე დაახლოებით, 1200 კვადრატული კილომეტრია.

როგორც მინესოტას უნივერსიტეტის მეცნიერი პიტერ ნეფი აცხადებს, ყინულის ჩამოშლილ რაოდენობაზე უფრო შემაშფოთებელი ის ფაქტია, რომ ნგრევა ყველაზე ცივ რეგიონში მოხდა.

სპეციალისტები კლიმატის ცვლილებების საპასუხო ზომებზე კიდევ ერთხელ ამახვილებენ ყურადღებას და აცხადებენ, რომ მომხდარი იმაზე მიუთითებს, რომ არც ის ადგილებია დიდად დაცული, რომელთაც დღემდე კლიმატის ცვლილების ეფექტებისგან შედარებით უსაფრთხოდ მიიჩნევდნენ.

ცნობისთვის: მიმდინარე თვეში ანტარქტიდაში ჰაერის ტემპერატურამ რეკორდულ დონეს მიაღწია, ზოგიერთ ადგილას დადგენილ ნორმაზე 40°C–ით მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა, არქტიკაში კი საშუალოზე – 30°C-ით მაღალი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S