Accentnews.ge
ბოლო სამი დღეა, დედამიწის ორივე პოლუსზე უპრეცენდენტოდ მაღალი  ჰაერის ტემპერატურა ფიქსირდება

ბოლო სამი დღეა, დედამიწის ორივე პოლუსზე უპრეცენდენტოდ მაღალი  ჰაერის ტემპერატურა ფიქსირდება

21/03/2022 08:24:28 მსოფლიო

ბოლო სამი დღის განმავლობაში დედამიწის ორივე პოლუსზე დაფიქსირებული „უპრეცენდენტოდ" მაღალი ჰაერის ტემპერატურა მეცნიერებისთვის განგაშის ზარების შემოკვრის საფუძვეელია, – იუწყება The Guardian.

მისი ცნობით, ანტარქტიდაში ჰაერის ტემპერატურამ რეკორდულ დონეს მიაღწია შაბათ-კვირას, ზოგიერთ ადგილას დადგენილ ნორმაზე 40°C–ით მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა, არქტიკაში კი საშუალოზე – 30°C-ით მაღალი.

წელიწადის ამ დროს ანტარქტიდა სწრაფად უნდა გაცივდეს, ხოლო არქტიკა ნელ-ნელა გამოდის ზამთრიდან. ორივე პოლუსისთვის ასეთი ტემპერატურის მაჩვენებელი უპრეცენდენტოა.

მეცნიერების არ გამორიცხავენ, რომ კლიმატის ცვლილებები მოსალოდნელზე უფრო სწრაფად განვითარდება.

მათი თქმით, საშიშროება ორგვარია: პოლუსებზე სიცხე არის ძლიერი სიგნალი იმ ზიანის შესახებ, რომელსაც კაცობრიობა აყენებს კლიმატს; და მეორე – ყინულის დნობამ შეიძლება, გამოიწვიოს შემდგომი კასკადური ცვლილებები, რაც დააჩქარებს კლიმატის შეცვლას.

სპეციალისტებმა განვითარებული მოვლენებს "ისტორიული", "უპრეცენდენტო" და "დრამატული" უწოდეს.

პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის "დედამიწის სისტემის სამეცნიერო ცენტრის" დირექტორმა მაიკლ მანმა განაცხადა, რომ "დაფიქსირებული ექსტრემალური ამინდი შემაშფოთებელი ზომით აჭარბებს აქამდე არსებულ გათვლებს".

"ახლა ჩვენ გვაქვს რეკორდული ტემპერატურა არქტიკაში, რაც, ჩემთვის, აჩვენებს, რომ კლიმატის ცვლილების ახალ ექსტრემალურ ფაზაში გაცილებით ადრე შევედით, ვიდრე ველოდით", – განცხადა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერებმა მარკ მასლინმა.

NASA-ს ყოფილმა მთავარმა მეცნიერმა ჯეიმს ჰანსენმა, რომელიც ერთ–ერთი პირველი იყო, ვინც გააფრთხილა მთავრობები გლობალური დათბობის შესახებ დაახლოებით 30 წლის წინ, The Guardian-ს განუცხადა, რომ პოლუსებზე დაფიქსირებული ტემპერატურა "შემაშფოთებელია" და რომ "ზღვის ყინული არქტიკაში ამ წელს შესაძლოა საკმარისად შემცირდეს".

„ზღვის ყინულის შემცირებული საფარი ზრდის პლანეტარული ენერგიის დისბალანსს", – დასძინა მან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S