Accentnews.ge
აბრამოვიჩი პოლონეთში ჩავიდა – მედია

აბრამოვიჩი პოლონეთში ჩავიდა – მედია

25/03/2022 21:21:27 ევროპა

პოლონური მედიის ინფორმაციით, რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი პოლონეთში ჩავიდა.

მედიის ცნობით, მიზანი სავარაუდოდ, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრა იყო.

„24 მარტს რომან აბრამოვიჩი პოლონეთში ფარულად, სპეციალური მატარებლით ჩავიდა. შესაძლოა, შედგეს არაფორმალური შეხვედრა ჯო ბაიდენთან. პუტინმა გამოაგზავნა მილიარდერი?“, - წერს სოციალურ ქსელში ადგილობრივი ჟურნალისტი იაკობ სტახოვიაკი და დასძენს, რომ აბრამოვიჩმა პოლონეთის საზღვარი პორტუგალიური პარსპორტით გადაკვეთა.

მანამდე უკრაინული მედია წერდა, რომ ზელენსკიმ ბაიდენს სთხოვა, სანქცირებულთა სიიდან ამოიღოს აბრამოვიჩი, რადგან ის შესაძლოა, კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების პროცესში ჩეართოს.

მედია ასევე წერდა, რომ აბრამოვიჩი პირველ ეტაპზე ჩართული იყო პროცესში.

ამერიკული WSJ წყაროს ინფორმაციით, დაზვერვის შეფასებებში, მოლაპარაკებების პროცესში აბრამოვიჩის როლზე საუბარი არ არის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S