
მედია – ზელენსკიმ ბაიდენს სანქცირებულთა სიიდან აბრამოვიჩის ამოღება სთხოვა
23/03/2022 19:20:21 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ კოლეგა ჯო ბაიდენს სთხოვა, სასანქციო სიიდან რუსი ოლიგარქის რომან აბრამოვიჩის სახელი ამოიღოს, – იუწყება WSJ.
გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზად უკრაინის პრეზიდენტი ოლიგარქის მცდელობას ასახელებს, იშუამდგომლოს უკრაინასა და რუსეთს შორის.
აღსანიშნავია, რომ გამოცემის წყაროს ინფორმაციით, დაზვერვის შეფასებებში, მოლაპარაკებების პროცესში აბრამოვიჩის როლზე საუბარი არ არის.