რას პასუხობს სტოლტენბერგი ზელენსკის მოთხოვნას NATO–ს თვითმფრინავების და ტანკების 1%–ის მიწოდების თაობაზე
24/03/2022 14:20:03 მსოფლიო
ნატო–ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ალიანსის ლიდერები უკრაინისთვის მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარების გაწევაზე შეთანხმდნენ, თუმცა კონკრეტულად რას გულისხმობს ეს დახმარება, მან არ განმარტა.
ნატო–ს საგანგებო სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე "ალჯაზირას" ჟურნალისტმა გენმდივანს ჰკითხა, რა პასუხს გასცემდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნას, მათ შორის NATO–ს თვითმფრინავების და ტანკების 1%–ის მიწოდების თაობაზე. აღნიშნულის საპასუხოდ სტოლტენბერგმა შემდეგი განაცადა:
"ნატო–ს მოკავშირეები უკრაინას მნიშვნელოვან დახმარებას უწევენ, მათ შორის მოწინავე სისტემების მიწოდებთ. ასევე იმ სისტემების გაგზავნით, რომლებიც მათ თვითმფრინავების ჩამოგდებაში ეხმარებათ. გარდა ამისა, მოკავშირეები აწვდიან ანტი–სატანკო იარაღს ტანკებზე თავდასხმისთვის და ბევრი სხვა სახის სიტემებს, მათ შორის – დრონებს. მე არ შევალ დეტალებში, კონკრეტულად რა სახის იარაღს ვგზავნით უკრაინაში მოკავშირეებსა და უკრაინას შორის მჭიდრო კონტაქტის შედეგად. თუმცა შემიძლია, გითხრათ, რომ ნატო–ს წევრები უკრაინის მხარდასაჭერად აკეთებენ ყველაფერს, რაც მათ შეუძლიათ. უგზავნიან იარაღს, ასე რომ უკრაინას შეუძლია, დაიცვას საკუთარი თავი. ამავდროულად, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, ეს კონფლიქტი სრულმასშტაბიან ომში არ გადაიზარდოს ევროპაში, რომ არ იყოს ომი ნატო–ს მოკავშირეებსა და რუსეთს შორის. ეს იქნება უფრო მეტად საშიში და დამანგრეველი. რასაც ჩვენ ვაკეთებთ ესაა ბევრი აღჭურვილობის მიწოდება, მგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არ შევალ დეტალებში რას, როდის და როგორ ვგზავნით, თუმცა ვაცხადებ, რომ ჩვენ ვგზავნით მნიშვნელოვან აღჭურვილობას უკრაინაში. ნატო–ს მოკავშირეებმა გააძლიერეს მათი დახმარების გაგზავნა, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ პროგრესისთვის, რაც მათ შეძლეს, რომ გაეკეთეებინათ რუსი ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში".
ცნობისთვის: ზელენსკი NATO–ს თვითმფრინავების და ტანკების 1%–ის მიწოდებას მოითხოვს.
"უკრაინას სჭირდება სამხედრო დახმარება - შეზღუდვების გარეშე. ისევე, როგორც შეზღუდვების გარეშე იყენებს რუსეთი მთელს არსენალს ჩვენს წინააღმდეგ.
"უკრაინას არ აქვს მძლავრი რაკეტსაწინააღმდეგო იარაღი, გაქვს მნიშვნელოვნად ნაკლები ავიაცია, ვიდრე რუსეთს... უკრაინამ თქვენ მოგმართათ თვითმფრინავებისთვის, რათა ამდენი ადამიანი არ დაგვეკარგა. თქვენ გყავთ ათასობით საბრძოლო თვითმფრინავი, მაგრამ არც ერთი არ მოგვეცით! ჩვენ მოგმართეთ ტანკებისთვის, რათა განვბლოკოთ ჩვენი ქალაქები, სადაც რუსეთს ასიათასობით ადამიანს ჰყავს მძევლად, აშიმშილებს მათ, ფერფლად აქცევს საცხოვრებელ ადგილებს! თქვენ გაქვთ მინიმუმ 20 ათასი ტანკი! უკრაინამ ამ ტანკების 1% მოითხოვა – მოგვეცით ან მოგვყიდეთ, მაგრამ არ გვაქვს მკაფიო პასუხი“, – მიმართა დღეს ზელენსკიმ ნატო–ს ლიდერებს".


