Accentnews.ge
ბელარუსმა ქვეყნიდან 12 უკრაინელი დიპლომატი გააძევა

ბელარუსმა ქვეყნიდან 12 უკრაინელი დიპლომატი გააძევა

23/03/2022 13:10:58 ევროპა

ბელარუსმა 12 უკრაინელ დიპლომატს „შესთავაზა“, 72 საათის განმავლობაში დატოვონ ქვეყნის ტერიტორია. მუშაობის უფლება მხოლოდ ელჩს და კიდევ 4 თანამშრომელს ექნება,– იუწყება "Белта" ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივან ოლეგ ნიკოლენკოზე დაყრდნობით.

მისი თქმით, „რამდენიმე წლის განმავლობაში დაფიქსირდა უკრაინის არაერთი არამეგობრული ქმედება, რომელიც მიზნად ისახავდა ბელარუსთან სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების უპასუხისმგებლო განადგურებას“:

„საქმე იქამდე მივიდა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ დაიწყო ბელარუსის საშინაო საქმეებში ჩარევა“.

მისივე თქმით, ბელარუსულმა გამოაცხადა მინსკში უკრაინის საელჩოს პერსონალის შემცირება და ბრესტში უკრაინის საკონსულოს დახურვა.

უკრაინაში აცხადებენ, რომ ბელარუსის ქმედებებს სათანადო რეაგირების გარეშე არ დატოვებენ.

მანამდე ბელარუსმა უკრაინელი დიპლომატები ჯაშუშობაში დაადანაშაულა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S