Accentnews.ge
ბელარუსმა უკრაინელი დიპლომატები ჯაშუშობაში დაადანაშაულა

ბელარუსმა უკრაინელი დიპლომატები ჯაშუშობაში დაადანაშაულა

22/03/2022 17:18:33 ევროპა

ბელარუსმა უკრაინელი დიპლომატები ჯაშუშობაში დაადანაშაულა. კერძოდ, ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტმა განაცხადა, რომ უკრაინის საელჩოს 19 დიპლომატიდან 8 სპეცსამსახურების კარიერული თანამშრომელია,– იუწყება სახელისუფლებო პორტალი "ბელტა" საგამოძიებო განყოფილების უფროსის (КГБ) მოადგილეზე კონსტანტინე ბიჩეკიზე დაყრდნობით.

„უკრაინელი დიპლომატების ქმედებები შეიცავს ბელორუსის სისხლის სამართლის კოდექსის 358-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჯაშუშობას.

საელჩოში 19 დიპლომატი მუშაობს, მათგან 8 ეროვნული დაზვერვის სამსახურის თანამშრომელია,– ირწმუნება ბიჩეკი და ასახელებს კონკრეტულ გვარებს, რომელთა შორის კონსულიცაა.

მისივე ცნობით, უკრაინელმა დიპლომატებმა შექმნეს „აგენტურული დაზვერვა“ და ცდილობდნენ ინფორმატორთა ქსელის ჩამოყალიბებას, ასევე პირადად "შეაგროვეს სადაზვერვო ინფორმაცია, მათ შორის ბელარუსის სამხედრო ობიექტებთან დაკავშირებით".

ბიჩეკი ამბობს, რომ „დიპლომატიის საფარქვეშ მყოფი რეზიდენტურის ლიკვიდაციისთვის ყოვლისმომცემი ზომები“ მიიღეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S