Accentnews.ge
„სუმის რეგიონში რუსების მეორე კოლონამ თქვა უარი გენოციდზე, მაგრამ სიტუაცია რთულია“ - ჟივიცკი

„სუმის რეგიონში რუსების მეორე კოლონამ თქვა უარი გენოციდზე, მაგრამ სიტუაცია რთულია“ - ჟივიცკი

23/03/2022 11:39:13 ევროპა, მსოფლიო

სუმის რაიონში ბრძოლები გრძელდება, თუმცა ფიქსირდება ფაქტებიც, როდესაც რუსი სამხედროები თავად ტოვებენ ტერიტორიას,– იუწყება სუმის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი ჟივიცკი.

„დღეს იყო დაბომბვა კონოტოპის რაიონში,სიტუაცია რეგიონში რთულდება, მაგრამ მტრის კოლონებს ნამდვილად ანადგურებენ. რუსეთის ზოგიერთი ქვედანაყოფი უკან ბრუნდება. უკვე ორი ასეთი შემთხვევა გვაქვს, რუსი სამხედროების მხრიდნ ორგანიზებული უარის, რომელთაც უკრაინელების გენოციდში მონაწილეობის მიღება არ სურთ“,– ამბობს ჟივიცკი.

ამავე თემაზე: „სუმის რეგიონში 300-მდე რუსმა სამხედრომ უარი თქვა ბრძოლაზე და ტერიტორია ტექნიკით დატოვა“ – უკრაინის გენტაბი

მისი თქმით, ბრძოლები რეგიონის ზოგიერთ დასახლებულ პუნქტში მიმდინარეობს. სუმის სამხრეთ გარეუბნების დაბომბვა გრძელდება. ძალიან ხშირად სეტევა ხორციელდება ერთი და იგივე მიმართულებით, თუმცა გაუგებარია რატომ, რადგან იქ მხოლოდ კერძო სახლებია.

ჟივიცკი ამბობს, რომ სამშაბათს ბრძოლები იყო ტროსტიანეცის თემში – ქალაქის გარშემო, ერთ-ერთ საწარმოში ხანძარი გაჩნდა, მაგრამ მაშველები მისვლას ამ დრომდე ვერ ახერხებენ:

„დამპყრობლებმა ტროსტიანეცში ოთხივე სახანძრო მანქანა გაიტაცეს, წაიყვანეს სასწრაფო დახმარების მანქანებიც, ქალაქის საავადმყოფოს ტანკებიდან ესროლეს, კვლავ განაგრძობენ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობებს. გუშინ მოხუც ცოლ–ქმარს ესროლეს, რომლებიც საავადმყოფოსკენ მიდიოდნენ. ქალი ადგილზე დაიუპა.

ტროსტიანეცში მიცვალებულების დაკრძალვის შესაძლებლობა არ არსებობს: მორგი ელექტროენერგიის გარეშეა, ხოლო ადგილობრივებს ახლობლების დაკრძალვის უფლებას არ აძლევენ“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S