Accentnews.ge
ლავროვი: "უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნა რუსეთსა და NATO-ს შორის პირდაპირი შეტაკება იქნება"

ლავროვი: "უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნა რუსეთსა და NATO-ს შორის პირდაპირი შეტაკება იქნება"

23/03/2022 10:08:08 ევროპა, მსოფლიო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინაში სამშვიდობო მისიების გაგზავნა რუსეთისა და ნატო-ს შეიარაღებული ძალების შეტაკებას გამოიწვევს.

„ჩვენმა პოლონელმა კოლეგებმა განაცხადეს უკრაინაში სამშვიდობო მისიის გაგზავნის შესახებ. ვფიქრობ, ესმით, რაზა საუბარი: ეს იქნება რუსეთისა და ნატო-ს შეიარაღებული ძალების სწორედ ის პირდაპირი შეტაკება, რომლის არიდება ყველას არა მარტო უნდოდა, არამედ ამბობდნენ, რომ არასოდეს უნდა მომხდარიყო. პოლონეთის წარმომადგენლები ცნობილნი არიან თავისი არასტანდარტული სვლებით, რომელიც მიმართულია დიდი უბედურების პროვოცირებისკენ და არ გამოვრიცხავ, როდესაც ისინი სამშვიდობო ძალებზე საუბრობენ, გულისხმობენ მათ საზღვარს უკრაინის დასავლეთით. შესაძლოა, სამშვიდობო ძალების შეყვანა სურთ ლვოვში, იქ შტაბბინის შექმნა და შემდეგ იქ დარჩენა. ამ პროვოკაციის მეორე მიზანი არის ის, რომ საუბრები მიდის არა მარტო სამშვიდობო მისიის კონტინგენტზე, არამედ იმაზე, რომ ნატო თუ არა, მაშინ ბალტიისპირეთის ქვეყნების ბატალიონები შევიდნენ უკრაინის დასაცავად. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ თავშეკავება, ჩვენი პოზიცია ნათელია, მკაფიოდ წარვადგინეთ ჩვენი მიდგომები მოლაპარაკებებში. დასავლეთის ქვეყნები ცდილობენ შუამავლის როლის შესრულებას, მაგრამ ჩვენ გვაქვს მკაფიო წითელი ხაზები, რომელზედაც წლებია, ვსაუბრობთ და ახლა უკვე მხოლოდ საუბრებით ვერ შემოვიფარგლებით“,– ციტირებს ლავროვს რუსული მედია.

მოგვიანებით, კრემლის პრეს–სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ "უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნა უგუნური და უკიდურესად საშიში გადაწყვეტილება იქნება".

"რუსეთისა და ნატო–ს ძალებს შორის ნებისმიერ შესაძლო კონტაქტს შეიძლება, მოჰყვეს ისეთი შედეგები, რომელთა გამოსწორება რთული იქნება“, – დასძინა მან.

მანამდე, ცნობილი გახდა, რომ პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში ნატოს სამშვიდობო მისიის შექმნის პროექტზე მუშაობს, თუმცა პრეზიდენტი ანჯეი დუდა შესაძლოა, არ დაეთანხმოს დკუმენტს, თუ აშშ-ისგან "მწვანე შუქს" არ მიიღებს.

არსებული ცნობებით, ნატო–ს რიგგარეშე სამიტამდე პოლონეთის წინადადება თეთრ სახლში განსახილველად გადაიგზავნება.

პოლონეთის მთავრობამ ადრე განაცხადა, რომ ემზადება უკრაინაში სამშვიდობო მისიის იდეის წარდგენას ნატოს სამიტზე და ევროსაბჭოს სხდომაზე, რომელიც 24 მარტს გაიმართება.

იხილეთ ასევე: პოლონეთი 40-მდე რუს დიპლომატს გააძევებს – მედია

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S