
პოლონეთი 40-მდე რუს დიპლომატს გააძევებს – მედია
23/03/2022 09:51:56 ევროპა
პოლონეთი ქვეყნიდან 40-მდე რუს დიპლომატს გააძევებს დიპლომატის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობისთვის, ანუ ჯაშუშობისთვის,– ამის შესახებ Onet-ისთვის სამთავრობო წყაროებიდან გახდა ცნობილი.
არსებული ინფორმაციის მიხედვით, პოლონეთში რუსეთის ელჩი სერგეი ანდრეევი ოთხშაბათს დილით სასწრაფოდ დაიბარეს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შტაბ-ბინაში.
რუსი დიპლომატების სია, რომლებიც პოლონეთის ხელისუფლების კვლევით, პოლონეთში დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციასთან შეუთავსებელი საქმიანობით იყვნენ დაკავებულნი, 40–მდე გვარს მოიცავს, მათ შორის არიან ვარშავაში რუსეთის დიპლომატიური უწყების თანამშრომლები.
როგორც გამოცემას წყარო უამბობს, ეს დიპლომატები სართხეს უქმნიდნენ პოლონეთის უსაფრთხოებას, ხოლო მათი საქმიანობა კვალიფიცირდება ჯაშუშობად.
როგორც დაანონსდა, ოფიციალურად ამის შესახებ დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.
მოგვიანებით პოლონეთის შინაგანი უსაფრთხოების სააგენტოს სპიკერმა სტანისლავ ჟარინმა დაადასტურა, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 45 რუსი დიპლომატის სია შეადგინა.