Accentnews.ge
სალივანი: "ნატო-ში არ გამორიცხავენ კოლექტიური პასუხის გაცემას, თუ რომელიმე წევრზე კიბერ–შეტევა განხორციელდება"

სალივანი: "ნატო-ში არ გამორიცხავენ კოლექტიური პასუხის გაცემას, თუ რომელიმე წევრზე კიბერ–შეტევა განხორციელდება"

23/03/2022 08:38:58 მსოფლიო

ნატო-ში არ გამორიცხავენ კოლექტიური პასუხის გაცემის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში თუ ალიანსის რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ კიბერშეტევა განხორციელდება. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

„ამ პასუხს შეიძლება, ჰქონდეს მრავალი განსხვავებული ფორმა. ჩვენ ნატო-ს დოკუმენტებში ნათლად განვაცხადეთ, რომ კიბერუსაფრთხოება ალიანსის საკითხია, ეს არის საკითხი, სადაც ნატო მზადაა, ერთობლივად, ძალების გაერთიანებით გაზარდოს მდგრადობა, გააძლიეროს თავდაცვა და საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენოს შესაბამის ინსტრუმენტები პასუხის გასაცემად“, - განაცხადა სალივანმა.

ცნობისთვის: 25 თებერვალს ნატო–ს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ „სერიოზულმა კიბერ-თავდასხმამ შეიძლება, გამოიწვიოს ნატო–ს წესდების მე-5 მუხლის ამოქმედება".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S