„სერიოზულმა კიბერ-თავდასხმამ შეიძლება, გამოიწვიოს ნატო–ს წესდების მე-5 მუხლის ამოქმედება"
25/02/2022 19:30:25 მსოფლიო
ნატო–ში "სერიოზული კიბერ-თავდასხმის" შემთხვევაში ალიანსის წესდების მე-5 მუხლის ამოქმედებას არ გამორიცხავენ. ამის შესახებ ნატო–ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის ლიდერების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
„სერიოზულმა კიბერ-თავდასხმამ შეიძლება, გამოიწვიოს ნატო–ს წესდებს მე-5 მუხლის ამოქმედება, რაც ნიშნავს, რომ თავდასხმა ერთი მოკავშირის წინააღმდეგ განიხილება, როგორც თავდასხმა ყველას წინააღმდეგ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მანამდე მან აღნიშნა, რომ ნატო აღმოსავლეთ ფლანგზე განალაგებს სწრაფი რეაგირების ძალებს, რომლებიც შედგება სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო და სპეცდანიშნულების ძალებით.
მისი თქმით, ნატო დაიცავს თითოეულ მოკავშირეს.
ცნობისთვის: 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო.


