Accentnews.ge
პრემიერი:"საჭიროა, ჰუმანიტარული დახმარება გაგრძელდეს და ამ ფორმით გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა"

პრემიერი:"საჭიროა, ჰუმანიტარული დახმარება გაგრძელდეს და ამ ფორმით გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა"

21/03/2022 10:47:38 პოლიტიკა

უპრეცედენტო იყო მხარდაჭერა უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ. საჭიროა, რომ ეს ჰუმანიტარული პროცესი გაგრძელდეს, ჰუმანიტარული დახმარება გაგრძელდეს და ამ ფორმით გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ თითოეული მოქალაქის სიცოცხლე არის ძვირფასი.

„რა თქმა უნდა, მე ვუერთდები მსოფლიო ლიდერების მოწოდებას საკუთარი მოქალაქეების მიმართ და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ თითოეული მოქალაქე, მათი სიცოცხლე, ჩემთვის და ჩვენთვის ყველასთვის არის ძალიან ძვირფასი. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია კიდევ ერთხელ ისევე როგორც გამოვხატეთ მთელმა ქვეყანამ, მთელმა საქართველომ, მოსახლეობამ, ქართველმა ხალხმა სოლიდარობა გამოვხატოთ და მე აღარ მინდა გავიმეორო, რომ ასობით ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გავაგზავნეთ. უპრეცედენტო იყო მხარდაჭერა უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ. საჭიროა, რომ ეს ჰუმანიტარული პროცესი გაგრძელდეს, ჰუმანიტარული დახმარება გაგრძელდეს და ამ ფორმით გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა,“- აღნიშნა პრემიერმა.

ცნობისთვის: 12 მარტს აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინაში მოხალისეთა რიგებში მებრძოლი შეერთებული შტატების მოქალაქეები დაღუპვის რისკის თაობაზე გააფრთხილა და მოუწოდებს მათ, "ენერგია უსაფრთხო, კონსტრუქციული საქმიანობისკენ" მიმართონ.

„ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ აშშ-ის მოქალაქეებს, არ გაემგზავრონ უკრაინაში მათი უსაფრთხოებისთვის, განურჩევლად იმისა, რა მიზნით მიდიან, ჩვენ მოვუწოდებთ მათ, მიმართონ თავიანთი ენერგია უსაფრთხო, კონსტრუქციული, მოხალისეობრივი ან სამოქალაქო საზოგადოების აქტივობებისკენ", – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S