Accentnews.ge
„ბაიდენმა ძინპინს უამბო, რა შედეგები მოჰყვება რუსეთის მხარდაჭერას“– თეთრი სახლი

„ბაიდენმა ძინპინს უამბო, რა შედეგები მოჰყვება რუსეთის მხარდაჭერას“– თეთრი სახლი

18/03/2022 21:41:04 მსოფლიო

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან თითქმის ორსაათიან სატელეფონო საუბარში აღწერა ის შედეგები, რასაც პეკინი წააწყდება, თუ იგი მატერიალურ დახმარებას გაუწევს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში,– იუწყება თეთრი სახლის პრეს–სამსახური.

თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენმა გამოთქვა შეერთებული შტატების და მოკავშირეებისა და პარტნიორების შეხედულებები „ამ კრიზისის შესახებ“.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა დეტალურად უამბო ჩვენი ძალისხმევის შესახებ და მომავალი რეაგირების შესახებ შეჭრაზე, მათ შორის რუსეთისთვის ხარჯების დაკისრების თაობაზე. მან აღწერა შედეგები, თუ ჩინეთი მატერიალურ დახმარებას აღმოუჩენს რუსეთს იმ დროს, როდესაც ის ახორციელებს სასტიკ თავდასხმებს უკრაინის ქალაქებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე“,– ნათქვამია თეთრი სახლის შეტყობინებაში.

მათივე ცნობით, ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაწყვეტას მხარს უჭერს.

მანამდე ორი ლიდერის საუბრის რიგი დეტალების შესახებ ჩინური მედია წერდა, რომელის მიხედვითაც, „სი ძინპინმა ბაიდენთან ვიდეო საუბარისას განაცხადა, რომ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები კონფრონტაციის სტადიაში არ უნდა გადაიზარდოს, ხოლო კონფლიქტი და კონფრონტაცია არავის ინტერესებში არ შედის“.

„უკრაინის კრიზისი არის ის, რისი დანახვაც არ გვინდა“, - ციტირებს ჩინეთის ლიდერს სახელმწიფო მედია.

ამასან, ჩინური მედიის ცნიბით, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ჩინეთმა და შეერთებულმა შტატებმა ორმხრივი ურთიერთობები სწორი მიმართულებით უნდა წარმართონ და ორივე მხარემ ასევე უნდა აიღოს შესაბამისი საერთაშორისო პასუხისმგებლობა და ძალისხმევა მსოფლიო მშვიდობისთვის“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S