
ბალტიის სამი სახელმწიფო რუს დიპლომატებს აძევებს
18/03/2022 14:51:39 ევროპა
ბულგარეთის მსგავსად, რომელმაც ათი რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ გამოაცხადა, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა მოსთხოვეს რუს დიპლომატებს მათი ტერიტორიების დატოვება, „დიპლომატის სტატუსისთვის შეუფერებელი მოქმედებისთვის“.
ლიეტუვამ გააძევა მოსკოვის სამი დიპლომატი, ლატვიამ და ესტონეთმა - ორ-ორი,– იუწყება BBC.
18 მარტს ევროპარლამენტმა რუს და ბელარუს დიპლომატებს აუკრძალა ბრიუსელსა და სტრასბურგში საპარლამენტო რეზიდენციებში შესვლა.