Accentnews.ge
ბულგარეთმა 10 რუსი დიპლომატი გააძევა

ბულგარეთმა 10 რუსი დიპლომატი გააძევა

18/03/2022 12:14:25 ევროპა

ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ათი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

„ბულგარეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების წინადადებით, პრემიერ-მინისტრ კირილ პეტკოვთან კოორდინაციით, ბულგარეთმა დღეს ნონ გრატად გამოაცხადა ჩვენს ქვეყანაში აკრედიტებული 10 რუსი დიპლომატი. მათ 72 საათი მისცეს ქვეყნის დასატოვებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.

შესაბამისი ნოტა რუსეთის ელჩს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გადასცა.

როგორც განიმარტა, ბულგარეთში აღნიშნული დიპლომატები ახორციელებდნენ საქმიანობას, რომელიც შეუთავსებელია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციასთან.

რუსეთის ელჩმა გადაწყვეტილებას „უკიდურესად არამეგობრული“ უწოდა და თქვა, რომ მოსკოვს საპასუხო მოქმედების უფლება აქვს.

მანამდე – 14 მარტს სლოვაკეთმა გააძევა სამი რუსი დიპლომატი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S