Accentnews.ge
პარლამენტთან უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნას პატივს მიაგებენ

პარლამენტთან უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნას პატივს მიაგებენ

18/03/2022 12:49:38 საზოგადოება

ხვალ, 15:00 საათიდან პარლამენტთან მიიტანენ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ფოტოებს და პატივს მიაგებენ მათ ხსოვნას.

"დღეს დავკარგეთ ორი ქართველი მებრძოლი, გია ბერიაშვილი და დავით რატიანი. ამ ადამიანებმა, სიცოცხლე გაწირეს ჩვენთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის და ჩვენი მშვიდობისთვის. მათ საკუთარ თავზე აიღეს, თავისუფლების ტვირთი და თავი გაწირეს.

ყველაზე მინიმუმი, რაც ახლა შეგვიძლია გავაკეთოთ, არის მათი ხსოვნის პატივისცემა და მათ ოჯახებზე ზრუნვა. მე არ ვიცი და არ მაინტერესებს ხელისუფლება რას იზამს, ჩვენ, ხალხმა ავიღოთ ინიციატივა. ხვალ 15:00 სთ-დან, პარლამენტის წინ, მივიტანთ მათ ფოტოებს და ყველას გექნებათ შესაძლებლობა, პატივი მიაგოთ მათ ხსოვნას", - წერს "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია.

დღეს ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S