
უკრაინაში ორი ქართველი სამხედროს დაღუპვის გარემოებები ხდება ცნობილი
18/03/2022 11:08:16 საზოგადოება
უკრაინაში ქართველების დაღუპვის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. ინფორმაციას უკრაინაში მყოფ საქართველოს თავდაცვის ექს–მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილის შემდეგ ასევე უკრაინაში მყოფ დავით ქაცარავას თხოვნით, მისი მეუღლე ავცელებს.
„გუშინ ირპენში ბრძოლაში, სადაც ჩვენი დანაყოფი მონაწილეობდა, გავანადგურეთ ორკების 3 ერთეული ჯავშან ტექნიკა და შესაბამისი ცოცხალი ძალა.
ოპერაციიდან გამოსვლისას ორკებმა ცეცხლი გაგვიხსნეს ნაღმტყორცნებიდან.
ჩვენი ორი ძმა, ჩვენი ქართველი მებრძოლი დავით რატიანი და გია ბერიაშვილი დაიღუპა“,– ნათქვამია შეტყობინებაში.
რუსეთი უკრაინაში ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიას 24 თებერვლიდან აწარმოებს და უმოწყალოდ ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას, სახლებს, სკოლებს, საავადმყოფოებს, რასაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა.