Accentnews.ge
"ФСБ-მ "როსგვარდიის" მეთაურის მოადგილე დააკავა" – გროზევი

"ФСБ-მ "როსგვარდიის" მეთაურის მოადგილე დააკავა" – გროზევი

17/03/2022 13:55:44 მსოფლიო

გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფის, „Bellingcat-ის“ აღმასრულებელი დირექტორის ხრისტო გროზევის ინფორმაციით, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა (ФСБ-მ) დააკავა რუსეთის ელიტური გვარდიის – „როსგვარდიის“ მეთაურის მოადგილე, გენერალი რომან გავრილოვი.

ინფორმაციას უარყოფს დუმის დეპუტატი სამთავრობო პარტია „ერთიანი რუსეთიდან“ ალექსანდრე ხინშტეინი, რომელიც აცხადებს, რომ თავად ესაუბრა გენერალს და მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

გროზევი კი წერს, რომ ინფორმაციას 3 სხვადასხვა წყარო ადასტურებს და აღნიშნავს იმასაც, რომ “როსგვარდიას” უკრაინის ომში უზარმაზარი დანააკრგები აქვს.

გროზევის ცნობით, გავრილოვი მანამდე მუშაობდა რუსეთის პრეზიდენტის დაცვის სამსახურში.

იხილეთ ასევე: „მედუზა“: უკრაინაში რუსეთის ელიტარული "როსგვარდიის" წევრები იღუპებიან

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S