
„მედუზა“: უკრაინაში რუსეთის ელიტარული "როსგვარდიის" წევრები იღუპებიან
16/03/2022 09:05:33 ევროპა
რუსეთი უკრაინაში ელიტურ სპეცრაზმს გზავნის,– იუწყება დამოუკიდებელი რუსული გამოცემა „მედუზა“, რომელიც ჯერ კიდევ ახერხებს ფუნქციონირებას რუსეთში მედიის წინააღმდეგ მიებული რეპრესიული ზომების პირობებშიც.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ცნობილია ძერჟინსკის დივიზიის სპეცდანიშნულების რაზმის „ვიტაზის“ სულ მცირე შვიდი მებრძოლის დაღუპვის შესახებ. ზოგიერთ მათგანთან დაკავშირებით ბიოგრაფიული ცნობების მოძიება შესაძლებელია. მაგალითად, დაიუპა ალექსეი ბლინკოვი – ნოვოსიბირსკის ეროვნული გვარდიის ჯარების ინსტიტუტის კურსდამთავრებული; 27 თებერვალს დაიღუპა მიხეილ ბელიაკოვი - ნიკოლსკიდან, ჩრდილოეთ კავკასიაში სამხედრო ოპერაციების ვეტერანი, დაჯილდოვდა მამაცობის ორდენით.
ასევე ცნობილია სპეცდანიშნულების რაზმის წევრის მაქსიმ პუსტოზვონოვის გარდაცვალების შესახებ – წარმოშობით სამარადან, კრილია სოვეტოვის ახალგაზრდული გუნდის ყოფილი ფეხბურთელი.
გამოცემა აღნიშნავს, რომ "ვიტაზის" მოვალეობების სპექტრი ფართოა – დაწყებული ბანდიტური წარმონაქმნების წინააღმდეგ ბრძოლიდან, მნიშვნელოვანი პერსონების დაცვამდე.
იხილეთ ასევე: "აზოვი" რუსული სპეცდანიშნულების რაზმის განეიტრალების შესახებ იუწყება
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. ამას წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება.
რუსეთის სამხედროები ბომბავენ საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიარო სახლებს, სკოლებს.