
"აზოვი" რუსული სპეცდანიშნულების რაზმის განეიტრალების შესახებ იუწყება
15/03/2022 10:40:03 ევროპა
„აზოვის“ პოლკი რუსეთის არმიის 22-ე სპეცდანიშნულების ბრიგადის ერთ-ერთი ქვედანაყოფის განეიტრალების შესახებ იუწყება.
ამავდროულად, აზოვის პოლკის ყოფილმა მეთაურმა და ეროვნული კორპუსის ცენტრალური შტაბის უფროსმა მაქსიმ ჟორინმა თავის ტელეგრამის არხში დაწერა: ”მინუს რუსეთის ფედერაციის ქვეითი ჯარის სამეთაურო-საშტაბო მანქანა. ეს არის 226-ე „აზოვის“ ბატალიონის შედეგები. ხარკოვის რეგიონი აგრძელებს ოკუპანტების დარბევას“.
მანამდე „აზოვი“ რუსი გენერალ–მაიორის ლიკვიდირების და რუსული ტექნიკის განადგურების შესახებ იუწყებოდა. გამოქვეყნდა შესაბამისი ფოტოებიც.